Accentnews.ge
ელისაშვილი „ქართულ ოცნებასთან" პირისპირ მოლაპარაკებას არ გამორიცხავს

ელისაშვილი „ქართულ ოცნებასთან" პირისპირ მოლაპარაკებას არ გამორიცხავს

12/01/2021 17:27:59 პოლიტიკა

„მოქალაქეების" ლიდერი ელეკო ელისაშვილი „ქართულ ოცნებასთან“ პირისპირ მოლაპარაკებას არ გამორცხავს. კერძოდ, „რუსთავი 2"-ის ეთერში მან შეკითხვას, თუ ჩაიშალა მოლაპარაკება, „ქართულ ოცნებასთან" ცალკე დაჯდებით მოლაპარაკების მაგიდასთან?, შემდეგნაირად უპასუხა:

„არ გამოვრიცხავთ, უბრალოდ, არ გვინდა, რომ მოლაპარაკება ჩაიშალოს. გაცილებით მარტივი იქნება „ქართული ოცნებისთვის" ჩვენი „გადაგდება" და მოტყუება, ვიდრე ელჩების თანდასწრებით. რასაც ვერ იზამენ ან ძალიან რთულად იზამენ".

როგორც ელისაშვილი აღნიშნავს, მისი პარტიისთვის გაცილებით კომფორტულია, რომ მოლაპარაკებაზე სხვა პარტიები და ელჩები იყვნენ:

„თუ სხვა გზა არ დაგვრჩა და აქეთ ოპოზიციამ ფეხები აბაკუნა და „რევოლუცია, რევოლუცია" იძახა, მეორე მხრივ, თუ „ქართული ოცნება" არ მოვიდა მოლაპარაკებაზე, რაღაც იქნება შესაცვლელი".

ცნობისთვის: პარლამენტში არჩეული რვა საარჩევნო საარჩევნო სუბიექტიდან ხუთთან კომუნიკაციის შესახებ ისაუბრა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ 30 დეკემბერს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S