Accentnews.ge
ივანიშვილი: "არ ვიქნები „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი, არ მექნება პოლიტიკური კონსულტაციები"

ივანიშვილი: "არ ვიქნები „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი, არ მექნება პოლიტიკური კონსულტაციები"

12/01/2021 18:53:52 პოლიტიკა

აღარ ვაპირებ გუნდისთვის კონსულტაციების მიცემას და გუნდის წევრებმა ეს ძალიან კარგად იციან, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში, გადაცემა „თავისუფალ ხედვაში“ განაცხადა.

როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, თავის წერილში განცხადება, რომ უბრუნდება 2011 წლამდე მდგომარეობას, შეგნებულად გააკეთა.

„აღარ ვაპირებ გუნდისთვის კონსულტაციების მიცემას და გუნდის წევრებმა ეს ძალიან კარგად იციან. რამდენიმე საბჭო გვქონდა პარტიაში, მის წევრებთან თვეების განმავლობაში მქონდა საუბარი წასვლის შესახებ. მაქსიმალურად ვახსენებდი, სიტყვას არ დავარღვევ, საჯაროდ ვიტყვი, რომ ყველანაირი კონსულტაციები შეწყდება პოლიტიკურ თემაზე“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, გუნდის წევრებთან ურთიერთობები გაგრძელდება ყოფით დონეზე, მაგრამ არა პოლიტიკურ თემებზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S