Accentnews.ge
რა ეჭვები აქვს ივანიშვილს „ქართული ოცნების“ წევრებთან დაკავშირებით

რა ეჭვები აქვს ივანიშვილს „ქართული ოცნების“ წევრებთან დაკავშირებით

12/01/2021 19:08:08 პოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების წევრებს“ ურჩევს, „ერთმანეთში არ დაიწყონ საქმის გარკვევა“.

„გვყავს ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა ლიდერები. ჩემი თხოვნაა და შევახსენებდი ერთადერთს: თუ ისინი ერთამენთში არ დაიწყებენ საქმის გარკვევას; მოახერხებენ, რომ კრიტიკულ სიტუაციაში შეიკრიბონ და კამათში საღი აზრი ჩამოაყალიბონ, გარწმუნებთ, არანაირი პრობლემა არ იქნება“,– განაცხადა ივანიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

ჟურნალისტის კითხვაზე, აქვს თუ არა მას ამის რწმენა, ივანიშვილმა უპასუხა: „ერთადერთი ეჭვი ეს მაქვს. თუ ეს ვერ მოახერხეს, თუ ერთმანეთში ურთიერთობის გარკვევა დაიწყეს, მაშინ შეიძლება, შედეგი გაუარესდეს. თუმცა, თუ გაინტერესებთ ჩემი შეფასება, უახლოეს 4–5 წელიწადში „ქართულ ოცნებას“ არაფერი მოუვა, აბსოლუტურად ჯანსაღად გააგრძელებს თავის ურთიერთობას“.

მისივე თქმით, გუნდს მხოლოდ ერთი რამ - გუნდურობის შენარჩუნება სთხოვა:

„უნდა გაფილტრონ ერთმანეთის აზრი, ყველა კრიტიკულ სიტუაციაში უნდა დასხდნენ, არ უნდა მოერიდონ ერთმანეთის ოპონირებას. აქედან გამომდინარე, შეცდომები ნაკლები იქნება. მე ვფიქრობ, რომ გუნდი ძალიან მეგობრულია, თუმცა იმისი ეჭვიც და შიშიც არსებობს, რომ ერთმანეთში არ დაიწყონ ურთიერთობის გარკვევა, რაც რთული იქნება გუნდისთვის. ეს არის ერთ-ერთი ხიფათი, მაგრამ შეუძლიათ, უჩემოდაც მშვენივრად გამოიმუშაონ საღი აზრი. როდესაც ვამბობ, რომ თვეების განმავლობაში ამას ვაჩვევდი, მხოლოდ კრიტიკულ სიტუაციებში ვერთვებოდი, მშვენივრად მართავდნენ მთავრობის მეთაური მთავრობას, შერჩეული მინისტრები.

ცნობისთვის: ივანიშვილმა 11 იანვარს ვრცელი წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნავს, რომ საბოლოოდ ტოვებს პოლიტიკას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S