ივანიშვილი: „გაცილებით ღირსეულად მოიქცა მერაბიშვილი: მოიხადა ვალი და კაცია“
12/01/2021 19:31:31 პოლიტიკა
საქართველოს ყოფილი პრემიერ–მინისტრი, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში მნიშვნელოვანი დრო დაუთმო ენმ–ს და საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის კრიტიკას. განაცხადა, რომ ის „შალიკოს ტყუპისცალი გახდა“, ყოველ წელიწადს „გაუგებრად იქაჩება“, რომ ქვეყანაში ჩამოვა. ამასთან, ივანიშვილმა აღნიშნა, რომ მასზე გაცილებით ღირსეულად მოიქცა ექს–პრემიერი ვანო მერაბიშვილი:
„გაცილებით ღირსეულად მოიქცა მერაბიშვილი: მოიხადა ვალი და კაცია – გამოვიდა“.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა საპატიმრო გასულ წელს 6, 9 წლიანი პატიმრობის შემდეგ დატოვა.
მერაბიშვილი 2013 წლის 21 მაისს დააკავეს საბიუჯეტო სახსრების მითვისება-გაფლანგვისა (უმუშევართა აღრიცხვის და დასაქმების სახელმწიფო პროგრამის განხორციელების დროს 5,2 მლნ ლარის გაფლანგვა; კვარიათში საცხოვრებელი სახლის მითვისება) და ამომრჩევლის მოსყიდვის (2012 წელს დასაქმების სახელმწიფო პროგრამა) ბრალდებით.
მოგვიანებით ვანო მერაბიშვილს ბრალი წაუყენეს დეპუტატ ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების, 2011 წლის 26 მაისის აქციის დაშლის და სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეებზე უფლებამოსილების გადამეტების გამო.
2014 წელს სასამართლომ ყველა ამ საქმეებზე დამნაშვედ სცნო.
სასჯელის შთანთქმის პრინციპით მერაბიშვილს თავისუფლების 6 წლითა და 9 თვით აღკვეთა მიესაჯა.


