აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი - გახარიას: "აშშ მოუთმენლად ელის თქვენთან და ახლად-დამტკიცებულ მთავრობასთან მუშაობას"

13-01-2021 13:47:10 პოლიტიკა

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი რობერტ ო’ბრაიენი გიორგი გახარიას საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახალ დანიშვნას ულოცავს.

მისალოც წერილში ხაზგასმულია, რომ შეერთებული შტატები მოუთმენლად ელის პრემიერ-მინისტრთან და ახლად-დამტკიცებულ მთავრობასთან მუშაობას აშშ-საქართველოს ხანგრძლივი სტრატეგიული პარტნიორობის გასაძლიერებლად.

„გილოცავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახალ დანიშვნას. შეერთებული შტატები მოუთმენლად ელის თქვენთან და ახლად-დამტკიცებულ მთავრობასთან მუშაობას ჩვენი ხანგრძლივი სტრატეგიული პარტნიორობის გასაძლიერებლად. შეერთებული შტატები დიდად აფასებს ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მისიის ფარგლებში საქართველოს განუხრელ მონაწილეობას ავღანეთში. ასევე, ვრჩებით საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდამჭერად“, - აღნიშნულია მისალოც წერილში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები