ვოლსკი – ივანიშვილის განცხადებაზე: "აქ პატარა არავინ არის"

13-01-2021 13:56:11 პოლიტიკა

"აქ პატარა არავინ არ არის", - ასე ეხმიანება "ქართული ოცნების" დეპუტატი გია ვოლსკი პარტიის დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომ პოლიტიკურ საკითხებზე გუნდის წარმომადგენლებმა აღარ უნდა დაურეკონ.

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, "ქართული ოცნება" სტაბილურ, მძლავრ გუნდად ჩამოყალიბდა, რომელსაც შეუძლია, გამოწვევებს გაუმკლავდეს.

"პოლემიკა იყო ყოველთვის წახალისებული. აქედან გამომდინარე, ეს ტრადიცია, რა საკვირველია, გუნდმა არ უნდა მოიშალოს, თუკი ამის წამხალისებელი და მთავარი მამოძრავებელი აღარ იქნება პოლიტიკურ გუნდში. "არ დამირეკოთ" ნიშნავს, რომ "პოლიტიკურ საკითხებთან მიმართებაში, თქვენ უნდა იყოთ იმდენად დამოუკიდებელი, რამდენადაც ეს სჭირდება სახელმწიფოს და პოლიტიკურ გუნდს". აქ პატარა არავინ არ არის: ამ წლების მანძილზე ჩამოყალიბდა საკმაოდ სტაბილური, მძლავრი გუნდი, რომელსაც შეუძლია, გამოწვევებს დაუპირისპირდეს", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის: "ქართული ოცნების" დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში თქვა, რომ გუნდისთვის კონსულტაციების მიცემას აღარ აპირებს და ყველა გააფრთხილა, პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით აღარ დაურეკონ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები