"ლოცვა არ შეწყდება" – მუფტი ბუკნარში რელიგიურ ნიადაგზე მომხდარი დაპირისპირების შემდეგ

13-01-2021 14:41:57 საზოგადოება

ბუკნარში, მუსლიმთა სამლოცველოსთან ქობულეთისა და გურიის მუფთი ასლან ბერიძე მივიდა. მისი თქმით, ლოცვა არ შეწყდება და აპირებს, ხელისუფლების წარმომადგენლების პოზიციას გაეცნოს.

„ჩვენი ხალხი არ ითხოვს ფუნდამენტური შენობის აშენებას. როცა მივაღწევთ შეთანხმებას, ალბათ გამოიყოფა შესაბამისი ადგილი. ხაზგასმით უნდა ვთქვა, რომ ლოცვა არ შეწყდება. ლოცვა გაგრძელდება, ის არავის უშლის. აქ ცუდი არაფერი ხდება. მოდის კაცი, 10-15 წუთი ლოცულობს, არავის არაფერს უშლის“, – განაცხადა ქობულეთისა და გურიის მუფტმა ასლან ბერიძემ.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში გუშინ რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირება მოხდა. ჩოხატაურის მერი ირაკლი კუჭავა აცხადებს, რომ ხელისუფლება და სამართალდამცველები ყველაფერს გააკეთებენ, რათა სოფელ ბუკნარში კონფლიქტი ექსცესების გარეშე მოგვარდეს.

იხილეთ ასევე: EMC: „კონფლიქტების ანალიზი აჩვენებს, რომ არც ერთ შემთხვევაზე სახელმწიფოს სათანადო სამართლებრივი რეაგირება არ მოუხდენია“

ახალი ამბები

სხვა სიახლეები