
პრეზიდენტი – ჟურნალისტს: „არ ვპასუხობ ქუჩაში"
13/01/2021 10:51:06 პოლიტიკა
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს რიგი ასპექტის შეფასება არ ისურვა.
როგორც „ფორმულა“ იუწყება, პრეზიდენტმა არგუმენტად ის გარემოება მოიყვანა, რომ ქუჩაში კითხვებს არ პასუხობს.
"უბრალოდ არ ვპასუხობ ქუჩაში" - განაცხადა „ფორმულას“ ცნობით, ზურაბიშვილმა.
ბიძინა ივანიშვილმა 11 იანვარს პარტიის და პოლიტიკის დატოვების შესახებ განაცხადა.