"არქიმანდრიტ გრიგოლ აბაშიძეს ამჟამად აკრძალული აქვს ქადაგება!"

13-01-2021 21:47:38 საზოგადოება

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, „არქიმანდრიტ გრიგოლ აბაშიძეს აკრძალული აქვს ქადაგება.

როგორც ჯაღმაიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს, უახლოეს დღეებში მას დაიბარებენ და თუ დანაშაული დადგინდა, მიიღებს საეკლესიო სასჯელს.

„არქიმანდრიტი გრიგოლ აბაშიძე რამდენჯერმეა ბოლო პერიოდში გაფრთხილებული თავის გაურკვეველი შინაარსის და ქრისტიანობას აცდენილი ქადაგებების გამო! ამჟამად აკრძალული აქვს ქადაგება! მასზე შემოსულია მორიგი საჩივარი, რომლის გამოც დაიბარეს კომისიაზე და არ გამოცხადდა ბუნდოვანი მიზეზების მოშველიებით, უახლოეს დღეებში დაიბარებენ ხელახლა და თუ დანაშაული დადგინდა, მიიღებს საეკლესიო სასჯელს.

ქადაგება აუკრძალეს, ეს კი დამჯდარა ახლა აქ და ქვეყნის გადარჩენის მორიგ გეგმას გვაცნობს!“ ,- წერს ჯაღმაიძე და შესაბამის ბმულს აზიარებს, სადაც არქიმანდრიტი გრიგოლ აბაშიძე განცხადებას აკეთებს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები