დაღესტანში ბავშვების მასობრივი მოწამლვის ფაქტი დაფიქსირდა

15-01-2021 10:41:22 კავკასია

დაღესტანის ქალაქ ბუინაკსკში მოწამლვის ნიშნებით ექიმს ათობით ადამიანმა მიმართა. მოგვიანებით კი მათი რაოდენობის ზრდა აქტიურად დაიწყო.

რუსული მედია წერს, რომ ამ დროისთვის სამედიცინო პუნქტებს 196–მა ადამიანმა მიმართა, მათგან 165 ბავშვია. 68 ბავშვი უკვე გაწერეს, 96 პაციენტი კი კვლავ ჰოსპიტალიზებულია.

მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე ადამიანების მოწამვლის ფაქტზე აღიძრა.

ცნობილია, რომ ონკანის წყალში დიზენტერიის გამომწვევი აგენტი აღმოჩნდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები