Accentnews.ge
ადვოკატის ცნობით, ბაჩალიაშვილის საქმეში ახალი მოწმე და მტკიცებულება გამოჩნდა

ადვოკატის ცნობით, ბაჩალიაშვილის საქმეში ახალი მოწმე და მტკიცებულება გამოჩნდა

15/01/2021 09:37:03 სამართალი

23 წლის პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიების ახლიდან დაწყებას მოითხოვს ბაჩალიაშვილების ადვოკატი შალვა რამიშვილი. შესაბამისი განცხადებით მან პროკურატურას მიმართა.

როგორც რამიშვილი განმარტავს, საქმეში ახალი დეტალები იკვეთება.

მისი თქმით, საჩივარს თანდართული აქვს „სქრინი“, რომელშიც აღწერილია პირადი მიმოწერა თამარ ბაჩალიაშვილსა და მის მეგობარს შორის და ამ მიმოწერაში ახალგაზრდა ქალი მისი და მისი მეგობრის მიმართ საფრთხეზე საუბრობს. რამიშვილი აღნიშნული მიმოწერის ავთენტურობის დადგენას ითხოვს.

ამასთან, ადვოკატის ცნობით, პირი, რომელმაც რამიშვილს მიმართა, მზადაა, დეტალებზე გამოძიებასთან ისაუბროს.

გარდა ამისა, ადვოკატი ასაჩივრებს პროკურატურის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც ბაჩალიაშვილის მამას ჯუმბერ ბაჩალიაშვილს დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი გაუუქმეს.

შეგახსენებთ, რომ ბაჩალიაშვილის ცხედარი ავტომანქანაში გასული წლის ზაფხულში ხუთდღიანი ძებნის შემდეგ იპოვნეს.

პროკურატურის ვერსიით, ახალგაზრდა ქალმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

გამოძიების ვერსიას არ ეთანხმება ახალგაზრდა ქალის ოჯახი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S