Accentnews.ge
წილოსანმა ბუკნარში განვითარებულ მოვლენებს სამარცხვინო უწოდა

წილოსანმა ბუკნარში განვითარებულ მოვლენებს სამარცხვინო უწოდა

15/01/2021 10:21:54 პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა „ქართული ოცნებიდან“ ნინო წილოსანმა ბუკნარში განვითარებულ მოვლენებს სამარცხვინო უწოდა და განაცხადა, რომ რწმენს თავისუფლების გარანტი კონსტიტუცია და სახელმწიფოა. ის ამჟამად ბუკნარში იმყოფება.

მისი თქმით, გაიმართება დახურული შეხვედრა, რომელზეც მსგავსი დაპირისპირების ყველა შესაძლო წყარო განიხილება, რათა არ განმეორდეს რელიგიური დაპირისპირების ფაქტები.

„ქრისტიან და მუსლიმ თანამოძმეებს შორის თანაცხოვრება ყოველთვის მეგობრულია და არც ერთი კონფესიის წარმომადგენელს რელიგიისა და რწმენის თავისუფლების პრობლემა არ შეჰქმნია. მიხარია, რომ ადგილობრივები ყველაფერს აკეთებენ, რომ კონფლიქტი, რომელიც იყო ერთეული შემთხვევა და არა სისტემური ხასიათის, მაქსიმალურად დროულად იყოს აღმოფხვრილი. გვექნება დახურული შეხვედრა, რომელზეც ყველა იმ ფაქტორს, რომელიც აქამდე ან მომავალში შეიძლება გახდეს კონფლიქტის პოტენციური წყარო, განვიხილოთ და მაქსიმალურად აღმოვფხვრით მას იმისთვის, რომ მეორეჯერ სამარცხვინო ფაქტს...გული მტკივა და მრცხვენია, რომ ...საუკუნეების და წლების მანძილზე საქართველოში, განსაკუთრებით გურიაში სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენლებს შორის მსგავსი კონფლიქტები არ ყოფილა. გაკეთდება ყველაფერი, რომ არ განმეორდეს არანაირი დაპირისპირების ფაქტები რელიგიურ ნიადაგზე, ეს სამარცხვინოა!“,– განაცხადა წილოსანმა.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მუსლიმი თემის წარმომადგენელთა საპროტესტო აქციები დაიწყო მას შემდეგ, რაც 12 იანვარს, სოფელ ბუკნარის მცხოვრებმა ქრისტიანმა ახალგაზრდა კაცმა თავის არეში ქვით მიაყენა დაზიანებები ორ თანასოფლელ მუსლიმ ახალგაზრდას. ეს პირი დაკავებულია.

ბუკნარში მცხოვრებმა მუსლიმებმა დაახლოებით ერთი წლის წინ, სოფელში შეიძინეს კერძო სახლი, რომელსაც საკულტო ნაგებობად და სალოცავად იყენებენ. ორ თემს შორის უთანხმოება ცოტა ხნის წინ წარმოიშვა, როცა სოფელში გავრცელდა ხმები მინარეთის შესაძლო მშენებლობის შესახებ.

შექმნილი ვითარების მოსაგვარებლად მოლაპარაკება დღეს უნდა გაგრძელდეს. ცოტა ხნის წინ დაასრულეს პარასკევის ლოცვა მუხლიმი თემის წარმომადგენლებმა, სასულიერო პირებმა კი ადგილობრივ ეკლესიაში პარაკლისი აღავლინეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S