Accentnews.ge
„საქართველოს მელიორაციის“ ცენტრალურ  ოფისში შეხვედრაზე სარწყავ სისტემებზე არსებული ვითარება განიხილეს

„საქართველოს მელიორაციის“ ცენტრალურ ოფისში შეხვედრაზე სარწყავ სისტემებზე არსებული ვითარება განიხილეს

04/07/2019 13:22:32 სხვა, რეგიონები, რეკლამა

სარწყავ სისტემებზე არსებული ვითარება განიხილეს და საირიგაციო მომსახურების გაუმჯობესების საკითხებზე იმსჯელეს შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა, ოთარ შამუგიამ და ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლების სავანეთისა და ტალავერის  მოსახლეობამ შპს „საქართველოს მელიორაციის“ ცენტრალურ  ოფისში   გამართულ შეხვედრაზე. 

ზაფხულის სეზონზე მოსახლეობის წინაშე სარწყავი წყლის საკითხი აქტუალურია. შეხვედრის შემდეგ შპს „საქართველოს მელიორაციის“ ექსპლუატაციის დირექტორი, ქვემო ქართლის  რეგიოლანური სამსახურის ხელმძღვანელები  და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობასთან ერთად ადგილზე გაეცნენ არსებულ ვითარებას და შეთანხმდნენ, რომ სარწყავი წყლის  შეუფერხებლად მისაწოდებლად და პროცესის დარეგულირების მიზნით, აუცილებელია ადგილობრივმა მოსახლეობამ დაიცვას წყალმოხმარების გრაფიკი, რათა წყალი თანაბრად, სამართლიანად და ოპტიმალურად გადანაწილდეს.  მოლაპარაკების შედეგად გადაწყდა, რომ მაქსიმალურად მოხდება ყველა რესურსის მობილიზება, რათა მოსახლეობამ შეძლოს საკუთარი ნაკვეთების მორწყვა.  

ადგილობრივ ფერმერებთან შეხვედრას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი, მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.  


ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S