Accentnews.ge
ლაშა ნაცვლიშვილი - 20 ივნისი იყო მელიას ღამე, რომელიც სააკაშვილის დავალებით ცდილობდა, სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას

ლაშა ნაცვლიშვილი - 20 ივნისი იყო მელიას ღამე, რომელიც სააკაშვილის დავალებით ცდილობდა, სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას

16/01/2021 14:51:12 პოლიტიკა

პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მრჩეველმა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, ლაშა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა.

,,ცოტა უნდა გისაყვედუროთ სიზარმაცისთვის - აბა , როგორ შეიძლება ვიყო იმ პოლიტიკური პარტიის, პოლიტიკური საბჭოს წევრი, რომლის წევრიც არ ვარ? შეგახსენებთ, რომ 2012 წლის ნოემბრიდან, როდესაც საქართველოს პარლამენტიდან აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადავინაცვლე ჩემი თანამდებობა დაკავშირებული იყო სამართალდაცვასთან, პოლიციის კანონის შესაბამისად, მე უფლება აღარ მქონდა ვყოფილიყავი პოლიტიკური პარტიის წევრი. 2012 წლიდან პარტია „ქართული ოცნების“ წევრი აღარ ვარ და შესაბამისად, ის ვინც არ არის პარტიის წევრი, აპრიორი ვერ გახდება პოლიტიკური საბჭოს წევრი. შეგახსენებთ, რომ პარტია „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული ვარ სახელშეკრულებო ურთიერთობებით - მე ვარ ამ პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში მრჩეველი, კონსულტანტი და ეს პარტია ამ საქმიანობისთვის მიხდის ჯამაგირს. შესაბამისად, ეს ინტრიგა არის არაფერზე დაფუძნებული და მე მგონი, ყველა კითხვა მოხსნილია. ქვეყანას მართავს „ქართული ოცნების“ ერთიანი სახელისუფლებო გუნდი, რომელიც დაკომპლექტებულია მოტივირებული, კვალიფიციური, შეკრული, პატრიოტი ლიდერებისგან - ეს არის ლიდერთა თანავარსკვლავედი, რომლის ერთ-ერთი კაშკაშა ვარსკვლავი არის ირაკლი კობახიძე, რომელსაც ერგო პატივი და დღეს ის არჩეული იქნება პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ“,- განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილმა.

ჟურნალისტის მიერ ე.წ ,,გავრილოვის ღამესთან“ დაკავშირებით დასმულ კითხვაზე ლაშა ნაცვლიშვილმა უპასუხა, რომ "ეს გავრილოვის ღამე არ იყო, ეს იყო მელიას ღამე, რომელიც ცდილობდა სახელმწიფო გადატრიალება მოეწყო სააკაშვილის დავალებით, ეს იყო შტურმი და რომ კობახიძეს არავისთვის თავისი სავარძელი არ დაუთმია".

"ქართული ოცნების“ მრჩეველმა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას უნიკალური მოვლენა უწოდა მსოფლიო პოლიტიკაში.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობა იყო, პოლიტიკური ქველმოქმედების 8 წლიანი აქტი, რომლის შედეგი კიდევ უფრო გამოჩნდება, დროთა განმავლობაში და ისტორია თავის სიტყვას იტყვის.

,,ბიძინა ივანიშვილის ქართული პოლიტიკიდან დისტანცირება არის უნიკალური მოვლენა, არა მხოლოდ პოსტსაბჭოთა სივრცეში, არამედ ზოგადად მსოფლიო პოლიტიკაში. ბიძინა ივანიშვილის ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობა იყო, პოლიტიკური ქველმოქმედების 8 წლიანი აქტი, რომლის შედეგი დროთა განმავლობაში კიდევ უფრო გამოჩნდება და ისტორია თვის სიტყვას იტყვის. რა საკვირველია , ამ მასშტაბის ლიდერის პოლიტიკიდან გასვლა არის ძალიან დიდი გამოწვევა პარტია „ქართული ოცნებისთვის“ და ზოგადად „ქართული ოცნების“ სახელისუფლებო გუნდისთვის, მაგრამ იმავდროულად ნებისმიერი გამოწვევა აქტიური ადამიანისთვის, ეს არის შესაძლებლობების ფანჯარა. მე, დარწმუნებული ვარ, რომ ამ გამოწვევას „ქართული ოცნების“ სახელისუფლებო გუნდი წარმატებით და ღირსეულად გაართმევს თავს და გაათმაგებული ენერგიით იქნება ერთგული ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური მემკვიდრეობის. ბიძინა ივანიშვილმა რაც ქართულ პოლიტიკაში გააკეთა , კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პოლიტიკური ქველმოქმედების სახით, ეს არის უნიკალური შემთხვევა. მან მოახდინა ხელისუფლების დემოკრატიული ტრანზიცია საკუთარი თავიდან პოლიტიკურ გუნდზე - ეს არის პოსტსაბჭოთა სივრცეში და მსოფლიოში უნიკალური შემთხვევა, როდესაც უმაღლესი სახალხო ლეგიტიმაციით აღჭურვილი პოლიტიკური ლიდერი, ნებაყოფლობით ახდენს ძალაუფლების დემოკრატიული გზით გადაცემას და ტრანზიციას პოლიტიკურ ლიდერთა გუნდზე. ჩემი აზრით ამას ისტორია კიდევ უფრო მეტად შეაფასებს“,- განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილმა. ,

"ქართული ოცნების“ მრჩეველმა გამოცემა ,,ვაშინგტონ პოსტში“ ბიძინა ივანიშვილის შესახებ გამოქვეყნებულ სტატიის შესახებ დასმულ კითხვასაც უპასუხა და განაცხადა: ,,სტატიაში განსაკუთრებულად ხაზგასმულია, რომ პუტინისგან, ტრამპისგან და ლუკაშენკოსგან განსხვავებით, ბიძინა ივანიშვილი არის უნიკალური ლიდერი, რომ ისინი ებღაუჭებოდნენ ხელისუფლებას, ხოლო ბიძინა ივანიშვილმა მათგან განსხვავებით და ეს უსვამს ხაზს მის უნიკალურობას, დემოკრატიული არჩევნებით მიღებული ძალაუფლება ნებაყოფლობით დათმო მაშინ, როდესაც კადენციაც არ იყო გასული - კიდევ ერთხელ ვიმეორებ, „ვაშინგტონ პოსტი“ ხაზგასმით აღნიშნავს როგორც მის პოლიტიკურ როლს, პოლიტიკაში ამ დადებით როლს, როდესაც იგი ნებაყოფლობით ტოვებს ძალაუფლებას ყველა იმ ჩამოთვლილი ლიდერისგან განსხვავებით. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ტრამპისგან, პუტინისგან, ლუკაშენკოსგან განსხვავებით ის ნებაყოფლობით თმობს, ამით არის მისი შემთხვევა უნიკალური და გარდა ამისა „ვაშინგტონ პოსტი“ ხაზს უსვამს იმას, რის ხაზგასმაც როგორც ჩანს ქართულ მედიას და მის სპეციფიურ ნაწილს არ მოსწონს - ეს არის ის გრანდიოზული, უნიკალური სიქველე, რასაც 30 წელია ეწევა ბატონი ბიძინა ივანიშვილი“,- აცხადებს ლაშა ნაცვლიშვილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S