კურტანიძე: „მივდივარ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური ველიდან“
18/01/2021 08:09:46 პოლიტიკა
პარლამენტის ყოფილი წევრი, პოლიციის აკადემიის პრორექტორი ლუკა კურტანიძე ბიძინა ივანიშვილის კვალდაკვალ ამბობს, რომ თავადაც ტოვებს პოლიტიკას.
„ისტორიული ქველმოქმედების მეფე წავიდა პოლიტიკიდან, სადაც უძლიერესი ვიყავი მის გვერდზე, როგორც ერთგული თანამებრძოლი და აღფრთოვანებული მისი იდეით/საუკუნეების მანძილზე... “ქართული ოცნების“ ასრულების ენით გამოუთქმელი ურიცხვი სიკეთის რეალური მთესველი ერის კაცი ბიძინა ივანიშვილი!!! ამიტომ, მივიღე გადაწყვეტილება, ზუსტად 12 წელის შემდეგ მივდივარ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური ველიდან....
არც ერთი პარტიის განცხადება იქნება თუ პოლიტიკური აქტიურობა იქ მე ლუკა ელდარი კურტანიძე არ ვიქნები! არც ფიზიკურად და არც განცხადებით! ზუსტად მერვე დღეს ვაკეთებ ამ განცხადებას, რაც ბიძინა ივანიშვილი წავიდა პოლიტიკიდან ... შიგნით გულში და სულში ვილოცებ და საქმით ქმედებით ყველასთვის/ მიუხედავად მათი პარტიულობისა მრწამსისა თუ აზრთა სხვადასხვაობისა, რომ ასრულდეს ჩვენი ერისთვის იდეა! რომელსაც ჰქვია და მყარი საძირკველი ჩაუყარა ერის კაცმა ბიძინა ივანიშვილმა ასრულდეს ყველასთვის ..... „ქართული ოცნება“.....! ამინ“,– წერს კურტანიძე Facebook-ში, პირად გვერდზე.


