Accentnews.ge
“სტრატეგია აღმაშენებელი” “მესამე პოლიტიკურ ცენტრის შესაქმნელად” კონსულტაციებს აწარმოებს

“სტრატეგია აღმაშენებელი” “მესამე პოლიტიკურ ცენტრის შესაქმნელად” კონსულტაციებს აწარმოებს

18/01/2021 11:32:19 პოლიტიკა

“ფორმულას” ინფორმაციით, “სტრატეგია აღმაშენებელი” “მესამე პოლიტიკურ ცენტრის შესაქმნელად” კონსულტაციებს აწარმოებს, მათ შორის, “ლელოსთან” და “ევროპულ საქართველოსთან”.

“სტრატეგია აღმაშენებლის” წევრის სერგო ჩიხლაძის განცხადებით, დაწყებულია მუშაობა “მსგავსი შეხედულების მქონე პოლიტიკურ ძალებთან”, ისევე როგორც პოლიტიკურად და საზოგადოებრივად აქტიურ ცალკეულ პირებთან, ვინც შესაძლებელია, “სტრატეგია აღმაშენებელში” გაერთიანდნენ.

“დაახლოებით ვიცით, ვისთან უნდა ვითანამშრომლოთ. უახლოეს მომავალში უფრო მეტ დეტალს მოგახსენებთ”, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

“ევროპული საქართველოს” წევრის ლაშა დამენიას თქმით, ორპოლუსიანობის გარღვევა როგორც “ევროპული საქართველოს”, ასევე, საქართველოს საზოგადოების მიზანია, ვინაიდან მხოლოდ ასე შეიძლება “ქართული ოცნების” დამარცხება.

“უბრალოდ “მესამე ძალა” საკმაოდ უხეშად სათქმელია — ეს უნდა იყოს ალტერნატივა ორპოლუსიანობის წინააღმდეგ და ამ მსხვილ გაერთიანებას ალტერნატივა არ გააჩნია, უბრალოდ ჯერ კონტურები ჩანს, მაგრამ თამამად ამაზე საუბარი ნაადრევია”, – განაცხადა დამენიამ.

კონსულტაციების შესახებ არ საუბრობს “ლელო”. საბა ბუაძის თქმით კი, ახლა მთავარია ოპოზიციის ერთობის შენარჩუნება ვადამდელი არჩევნების დანიშვნის საკითხზე და მხოლოდ შემდეგ “იქნება საშუალება, საზოგადოებას სამომავლო სტრატეგიაზე პოზიცია გააცნონ”.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S