ელისაშვილი განმარტავს, რატომ უკავშირებს ოპოზიციას რურუას პატიმრობას

18-01-2021 19:19:52 პოლიტიკა

პარტია „მოქალაქეების“ დამფუძნებელი ალეკო ელისაშვილი კვლავ ამბობს, რომ „მთავარი არხის“ დამფუძნებელ გიორგი რურუას ციხეში დატოვება ოპოზიციის ბრალია, რადგან მან "სიტყვა გატეხა".

როგორც ელისაშვილი განმარტავს, გასული წლის 8 მარტის შეთანხმება ოპოზიციამ დაარღვია:

"ოპოზიციამ 8 მარტის შეთანხმება დაარღვია და იმიტომ შეწყდა პატიმრების გათავისუფლების პროცესი. მარტივია, დეტალებს მოყოლაც არ უნდა.

შეთანხმდნენ რაღაცაზე და სიტყვა გატეხეს, რასაც დაჰპირდნენ „ქართულ ოცნებას“ პატიმრებთან დაკავშირებით, იმის საწინააღმდეგო მოქცევა დაიწყეს. ვინც იყო მონაწილე, კარგად იცის",– განაცხადა ელისაშვილმა „ფორმულას“ ეთერში.

დამაზუსტებელ კითხვაზე ელისაშვილმა დეტლებზე საუბრისგან თავი შეიკავა:

"შეთანხმდნენ რაღაცაზე, ამ შეთანხმების კვალდაკვალ გამოვიდნენ ციხიდან ოქრუაშვილი, უგულავა და უნდა გამოსულიყო რურუაც, მაგრამ იმის გამო, რომ სიტყვა გატეხეს, რურუას გამოშვება გაჭირდა".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები