როგორ გაშიფრეს რუსი „ტროლი“ ქართველებისა და აფხაზების ლექციაზე

18-01-2021 22:17:42 პოლიტიკა

ლექციაზე, რომელიც ქართველებისა და აფხაზ–ადიღების ნათესავურ კავშირებს შეეხებოდა, „ტროლი“ აღმოაჩინეს.

საქმე იმაშია, რომ საზოგადოებრივ–პოლიტიკური გაერთიანება „ქართველობა“, რომელიც მოსკოვში მცხოვრები ქართველების მიერაა დაფუძნებული, მეტწილად უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს და სხვა დაინტერესებულ საზოგადოებას, საქართველოს ისტორიის უკეთ გასაცნობად ლექციების სერიას სთავაზობობს და თემის ირგვლივ სასაუბროდ სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს იწვევს.

ერთ–ერთი მსგავსი ლექცია ორიოდ კვირის წინ შედგა და ზემოაღნიშნულ თემას ეძღვნებოდა. ლექცია ჩერქეზული კულტურის ცენტრის დირექტორს, სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს მერაბ ჩუხუას მიყჰავდა. ლექციაზე მოდერატორებმა უჩვეულო აქტივობა შენიშნეს: გაურკვეველი პირები წერდნენ უხამს კომენტარებს, ითხოვდნენ ჩართვის შესაძლებლობას, ცდილობდნენ ლექციის ჩაშლას, თუმცა მათ მოგერიებას მოდერატორები ახერხებდნენ. პროცესში ერთ–ერთ მათგანს ვიდეოკამერის გამორთვა დაავიწყდა და ლექციის მონაწილეთა წინაშე სამხედრო ფორმაში ჩაცმული ნიღბიანი პირი წარსდგა.

როგორც კავკასიოლოგი ალეკო კვახაძე უყვება „აქცენტს“, რუსი სპეცსამსახურების მოსკოველი ქართველების პროექტისადმი ინტერესი და მსგავსი აქტივობაც მას შემდეგ გაიზარდა, რაც გაიზარდა ლექციებით დაინტერესებული საზოგადოების რაოდენობა და მათ შორის აფხაზებიც აღმოჩნდნენ.

„მაგალითად, ამასწინათ მეც ვიყავი მიწვეული. ვისაუბრე თურქეთში მცხოვრები აფხაზების შესახებ. მსმენელებს შორის აფხაზებიც იყვნენ. ლექციამ საკმაოდ მაღალი ინტერესი გამოიწვია – მნახველთა რაოდენობა იზრდება, მადლობის წერილიც კი მივიღე და როგორც ჩანს, ეს არ მოსწონთ რუს სპეცსამსახურებს და აამუშავეს „ტროლები“,– უყვება „აქცენტს“ კვახაძე.

ამ ჯერზე მოდერატორებმა შეტევასთან გამკლავება შეძლეს და მსმენელს ლექციის განსაზღვრული დროით მოსმენის შესაძლებლობა მიეცა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები