სტოლტენბერგი: „რუსეთის გადასაწყვეტი არ არის, როგორ უნდა მოიქცეს საქართველო“

19-01-2021 00:44:15 საგარეო პოლიტიკა

ნატო–ს გენმდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, საქართველოს სურს, ნატო-ს წევრი გახდეს და ამას რუსეთი ვერ შეაჩერებს.

როგორც სტოლტენბერგი განმარტავს, სუვერენულ სახელმწიფოებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, თავად გადაწყვიტონ, გზით სურთ სვლა.

„საქართველოს სურს, ნატო-ს წევრი გახდეს და ამას რუსეთი ვერ შეაჩერებს. საქართველო გახდება თუ არა ნატო-ს წევრი ქვეყანა, ეს საქართველოს და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გადასაწყვეტია და მხოლოდ მათი. რადგან ყველაფერი სხვა სუვერენული სახელმწიფოს სუვერენული უფლებების დარღვევა იქნება. რუსეთის გადასაწყვეტი არ არის ის, თუ როგორ უნდა მოიქცეს საქართველო. ეს საქართველოს და ნატო-ს კავშირია. და რაც მათ გააკეთეს აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში, ეს არის სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის დარღვევა, რაც მიუღებელია“, – აცხადებს იენს სტოლტენბერგი.

ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადებით, სახელმწიფოები, რომლებიც ნატო-ს სტანდარტს დააკმაყოფილებენ, გახდებიან მისი წევრები და ის, რომ რუსეთს შეიძლება, არ მოსწონდეს რომელიმე ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების საკითხი, არ განსაზღვრავს ამ პროცესის მომავალს. ამის მაგალითად მან ნორვეგია მოიყვანა და დასძინა, რომ რუსეთი არც მაშინ იყო პროცესებით კმაყოფილი.