ბობოხიძე: „არ ვარ კმაყოფილი ენმ–ის დღევანდელი კომენტარით“
19/01/2021 14:12:56 პოლიტიკა
არ ვარ კმაყოფილი ენმ–ის დღევანდელი კომენტარით,– ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა აკაკი ბობოხიძემ განაცხადა.
როგორც მან „ფორმულას“ ეთერში განმარტა, ენმ–ს კომენტარი წარმოაჩენს ვითარებას ალეკო ელისაშვილსა და დანარჩენ ოპოზიციასთან დაპირისპირებაში, თითქოს რომელიმე მხარეს დადგომა არ სურთ.
„ელისაშვილი შეურაცხყოფას აყენებს ყველა ოპოზიციის პარტიას“,– აცხადებს ბობოხიძე და დასძენს, რომ რომ ელისაშვილის სიტყვებით, „ევროპული საქართველო“ პრინციპულად დამცველია პოზიციის, რომელიც ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ერთხმად გაახმოვანა, ხოლო ელისაშვილთან თითქოს ამბობენ, რომ სურთ პარლამენტშუი შესვლა, რაც ბობოხიძის თქმით, სიცრუეა.
ბობოხიძე დარწმუნებულია, რომ ენმ ოპოზიციის დეკლარირებული პოზიციის მხარდამჭერია, თუმცა მისთვის გაუგებარია, რატომ უნდა წარმოაჩინოს ამგვარად ენმ–ის თავმჯდომარე ნიკა მელია თავად და არა უშუალოდ მელიამ.
ბობოხიძე თვლის, რომ ოპოზიციას მკაფიო პოზიციები უნდა ჰქონდეთ და თუ „ევროპულ საქართველოს“ პროცესში დისონანსი შეაქვს, მზადაა, მოლაპარაკებების პროცესს დროებით გამოეთიშოს:
„თუ მელია მართლა ფიქრობს, რომ „გირჩთან“ მოლაპარაკება უფრო მომგებიანი იქნება, ელაპარაკოს“.


