Accentnews.ge
ზუგდიდში პოლიციასთან დაპირისპირებისას აქციის მონაწილე შეუძლოდ გახდა

ზუგდიდში პოლიციასთან დაპირისპირებისას აქციის მონაწილე შეუძლოდ გახდა

20/01/2021 12:36:35 პოლიტიკა, რეგიონები

აქტივისტებმა სამეგრელო–ზემო სვანეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის სახლის წინ, ზუგდიდში კარავი გაშალეს, რასაც ინციდენტი მოჰყვა. სამართალდამცველებმა აქტივისტების დაკავება სცადეს, თუმცა აქციის ერთ–ერთი მონაწილე – კახა კვეკვესკირი შეუძლოდ გახდა.

"ვინც გააყალბა არჩევნები, მათი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, ეს არის მერი დ გუბერნატორი, - უნდა შეიქმნას იმის პრეცენდენტი, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ აიძულოს ხელისუფლება, წავიდეს დათმობაზე"- აცხადებენ აქციის მონაწილეები.

შეგახსენებთ, ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით მოძრაობა "საქართველოსთვის" აქტივისტები ზუგდიდში ჩავიდნენ. ისინი აქციების ჩატარებას მთელი საქართველოს მასშტაბით გეგმავენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S