კუბილიუსი – საქართველოს მთავრობის გეგმაზე: "ამბიცია კარგია, პოლიტიკური სიტუაცია - ცუდი"
20/01/2021 14:01:16 პოლიტიკა
"ამბიცია კარგია, პოლიტიკური სიტუაცია - ცუდი, მარტივი დასკვნაა", - ასე აფასებს ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი საქართველოს მთავრობის განაცხადს, რომ ისინი 2024 წელს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს შეიტანენ. ამის შესახებ მან ბრიუსელში, ჟურნალისტებთან ისაუბრა.
"ამბიციურ მიზანს, რომ შეიტანოს საქართველომ განაცხადი წევრობაზე შეუძლია, გააერთიანოს პოლიტიკური პარტიები, იმისათვის რომ გადახედონ დემოკრატიულ გამოწვევას დემოკრატიის მიმართ სწორედ ასე ვუწოდებთ არსებულ ვითარებას. თუ პარლამენტი ისე იმუშავებს, როგორც დღეს, ეს დააზარალებს საქართველოს იმიჯს, ვიდრე ის ამ განაცხადს შეიტანს. ეს უნდა ესმოდეთ ქართველებსა და მმართველ პარტიას", - განაცხადა ანდრიუს კუბილიუსმა.
წყარო: ფორმულა


