
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ვიზიტს გეგმავს
20/01/2021 15:01:13 საგარეო პოლიტიკა
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მუჰამედ ჯავად ზარიფი საქართველოს ეწვევა,– იუწყება ადგილობრივი მედია.
"ვგეგმავ კავკასიასა და რუსეთში გამგზავრებას. მე, როგორც წესი, წინასწარ არ ვაცხადებ გეგმების შესახებ, მაგრამ ვფიქრობ, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, რუსეთში, სომხეთსა და საქართველოში მოგზაურობის თარიღები განსაზღვრულია”, - განაცხადა ირანელმა მინისტრმა.
როგორც დაანონსდა, ირანელი მინისტრი რუს კოლეგას 26 იანვარს შეხვდება.
რაც შეეხება მის საქართველოში ვიზიტს, ამ ეტაპზე ცნობილია, რომ ზარიფი თბილისს მოსკოვში ვიზიტის შემდეგ ეწვევა.