Accentnews.ge
ჰოჯესის თქმით, რეალურ რისკს საქართველოს NATO-ში წევრობა კი არ ქმნის, არამედ – მარცხი, პასუხი აგებინონ კრემლს მისი აგრესიის გამო

ჰოჯესის თქმით, რეალურ რისკს საქართველოს NATO-ში წევრობა კი არ ქმნის, არამედ – მარცხი, პასუხი აგებინონ კრემლს მისი აგრესიის გამო

21/01/2021 08:56:43 საგარეო პოლიტიკა

ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი სარდალი, გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი მიიჩნევს, რომ რეალურ რისკს საქართველოს NATO-ში წევრობა კი არ ქმნის, არამედ – მარცხი, პასუხი აგებინონ კრემლს მისი აგრესიის გამო.

"საქართველოს NATO–ში გაწევრიანება ჯოჯოხეთურ რისკს არ ქმნის. რეალურ რისკს ქმნის მარცხი, ქვეყნებმა პასუხი აგებინონ კრემლს მისი აგრესიის გამო. ბატონი ბლინკენი სიმართლეს ბრძანებს. კრემლი ძალას მხოლოდ იმ ქვეყნების წინააღმდეგ იყენებს, რომლებიც ალიანსის წევრები არ არიან. უსაფრთხოება NATO–ში საქართველოსთან ერთად, რა თქმა უნდა, გაიზრდებოდა", – წერს ჰოჯესი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის: 20 იანვარს აშშ-ის სახელმწიფო მდივნობის კანდიდატმა ტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ NATO–ში საქართველოს გაწევრიანება რუსეთს შეაკავებს, რადგან იგი თავს ესხმის​ NATO–ს არაწევრ სახელმწიფოებს და არა – წევრ ქვეყნებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S