მამუკა მდინარაძე: საბედნიეროდ, ეს არის კრიზისი, რომელიც შალვა ნათელაშვილის ფანჩატურს ვერ გასცდა
21/01/2021 13:07:52 პოლიტიკა
„არ არსებობს ინსტიტუტი, მათ შორის, პარლამენტი, რომელიც თავის უფლებამოსილებას ვერ ასრულებს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ POSTV-ის თოქშოუში „პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან ერთად” განაცხადა.
კითხვაზე, არის თუ არა კრიზისი, როგორც ამას ოპოზიცია ამბობს, მამუკა მდინარაძე პასუხობს: საბედნიეროდ, ეს არის კრიზისი, რომელიც შალვა ნათელაშვილის ფანჩატურს ვერ გასცდა.
„ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი მუშაობს გამართულად. თუ პოლიტიკურ პრობლემებზე ვილაპარაკებთ, პრობლემაა, რომ პარლამენტში ოპოზიცია ძალიან მწირადაა წარმოდგენილი. ძალიან კარგი იქნება, თუ პარლამენტში იქნებიან სხვა ოპოზიციური პარტიებიც, რომლებიც მათ მიმართ დაკვეთას შეასრულებენ”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.


