ზურაბიშვილმა ბრიუსელში ქართველი და EU-ს სტუდენტების სწავლის საფასურის გათანაბრებაზე იმსჯელა

22-01-2021 00:03:03 საგარეო პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელში ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, დავიდ სასოლისთან შეხვედრისას ერთ-ერთ მთავარ საკითხად ქართველი და ევროკავშირის ქვეყნების სტუდენტებისათვის სწავლის საფასურის გათანაბრების საკითხი დააყენა. ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს განცხადებას.

მათივე ცნობით, ინიციატივის მიზანია, ქართველ სტუდენტებს ევროკავშირში სწავლისას ჰქონდეთ ისეთი ტარიფებით სარგებლობის უფლება, რომლითაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების სტუდენტები სარგებლობენ.

საქართველოს პრეზიდენტმა თხოვნით მიმართა ევროპარლამენტის პრეზიდენტს, რეკომენდაციით მიმართოს ამ გადაწყვეტილების მიმღებ შესაბამის ინსტანციებს.

უწყების განცხადებითვე, ევროპარლამენტის პრეზიდენტთან შეხვედრისას საუბარი შეეხო ასევე, კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის ხელმისაწვდომობის საკითხს: პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროკავშირს აკისრია, არა მხოლოდ მორალური და სიმბოლური, არამედ პოლიტიკური პასუხისმგებლობაც.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები