Accentnews.ge
შეზღუდვების სიმკაცრით საქართველო მე-8 ადგილზეა მსოფლიოში

შეზღუდვების სიმკაცრით საქართველო მე-8 ადგილზეა მსოფლიოში

21/01/2021 20:19:53 პოლიტიკა

შეზღუდვების სიმკაცრით საქართველო მე-8 ადგილზეა მსოფლიოში,- იუწყება "ლელოს" წევრი გიგლა მიქაუტაძე ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევაზე დაყრდნობით. საუბარია კორონა-ვირუსთან ბრძოლის მიზეზით დაწესებულ შეზღუდვებზე.

160 ქვეყანას შორის საქართველოზე მკაცრი შეზღუდვები მხოლოდ 7 ქვეყანას აქვს. შეფასება ეფუძნება 18 ინდიკატორს და ის მოიცავს ისეთი სახის შეზღუდვებს, როგორიცაა მაგალითად, სკოლების დახურვა, საზღვრების ჩაკეტვა და სხვა.

მისი თქმით, „ლელო საქართველოსთვის“ მოითხოვს, მთავრობამ საზოგადოებას ჩააბაროს 2 თვიანი მკაცრი შეზღუდვებისა და ეკონომიკის ჩაკეტვის შედეგების თაობაზე ანგარიში.

„ლელო საქართველოსთვის“ მოითხოვს მთავრობისგან საზოგადოებას ჩააბაროს 2 თვიანი მკაცრი შეზღუდვებისა და ეკონომიკის ჩაკეტვის შედეგების თაობაზე ანგარიში, რომელშიც ხალხმა დიდი ფასი გადაიხადა. მან უნდა გააკეთოს განმარტებები, რა გაკეთდა ვირუსის უკეთ სამართავად, მათ შორის, როგორ დაიხარჯა დონორებისგან მიღებული თანხები. შეზღუდვების მოხსნას ელოდება არა მხოლოდ ათასობით ბიზნეს-სუბიექტი, არამედ 200.000-მდე უმუშევრად დარჩენილი მოქალაქე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S