ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში მივიდნენ
22/01/2021 07:17:09 პოლიტიკა
პარტია „მოქალაქეების“ ლიდერები – ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში მივიდნენ.
როგორც ირკვევა, პოლიტიკოსები პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს უნდა შეხვდნენ.
"პარლამენტის თავმჯდომარეს ვხვდებით, არაფერი პირობებით – ჩვენ გვაინტერესებს მათი მზაობა, შეთანხმების პუნქტებთან დაკავშირებით რამდენად აქვთ სერიოზული მზაობა. ამ პუნქტების შეუსრულებლობის გარეშე ჩვენ არ ვაპირებთ პარლამენტში შესვლას, განსაკუთრებით, ჩვენთვის პრიორიტეტულია პოლიტპატიმრები, საარჩევნო სისტემის ცვლილება და საარჩევნო ადმინისტრაციის სრული რეფორმირება",- განაცხადა საკანონმდებლო ორგანოში შესვლისას ელისაშვილმა ჟურნალისტებთან.


