Accentnews.ge
მედია: მალხაზ ვანიშვილი ოკუპანტებს გამოექცა

მედია: მალხაზ ვანიშვილი ოკუპანტებს გამოექცა

22/01/2021 11:48:54 სამართალი

დათა (პაპას) ვანიშვილის შვილიშვილი - მალხაზ ვანიშვილი ხურვალეთის ოკუპირებული ნაწილიდან გამოიქცა,- იუწყება "ფორმულა" თავად ვანიშვილზე დაყრდნობით.

მედიასაშუალების ცნობით, ის ამჟამად შიდა ქართლის სამხარეო პოლიციაში იმყოფება და მას სამართალდამცველები კითხავენ. მანამდე ვანიშვილმა მედიასაშუალებას უამბო, რომ მასზე ოკუპირებულ ტერიტორიაზე ზეწოლა ხორციელდებოდა – აიძულებდნენ "საქართველოზე უარის თქმას" და მილიციის თანამშრომლები პროცესს ვიდეოზე იღებდნენ.

"ქართველებს შეაგინეო ოსურადო, რუსებიც აქ არიანო, "უარი თქვი საქართველოზეო" – ტელეფონით გადაიღეს ეგ. მეშინია უკვე აქ ცხოვრება", - განაცხადა მალხაზ ვანიშვილმა.

ცნობისთვის: მალხაზ ვანიშვილი ოკუპირებულ მხარეს დაახლოებით 2 თვის წინ გადავიდა. აღნიშნული ნაბიჯი ვანიშვილმა მძიმე სოციალური მდგომარეობით ახსნა. ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვანიშვილი ბებია-ბაბუის სახლში ცხოვრობდა.

მანამდე გავრცელდა ცნობა, რომ ახალგაზრდამ თვითმკვლელობა სცადა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S