
ძაღლი, სახელად ბონჯუკი პატრონს საავადმყოფოსთან დღეების განმავლობაში ელოდებოდა
22/01/2021 12:26:28 საზოგადოება
თურქეთის ქალაქ ტრაბზონში პატარა თეთრი ძაღლი, სახელად ბონჯუკი [თურქ. მარცვალი] პატრონს საავადმყოფოსთან დღეების განმავლობაში ელოდებოდა.
14 იანვარს ძაღლის პატრონი, ჯემალ სენთურქი სასწრაფომ ტრაბზონის საავადმყოფოში გადაიყვანა, სასწრაფო ბრიგადას თან ძაღლიც გაჰყვა. კლინიკაში აცხადებენ, რომ ბონჯუკი საავადმყოფოსთან ყოველდღე მიდიოდა და პატრონის მოლოდინში გვიანობამდე რჩებოდა.
"ჩვენ ვზრუნავთ, ჩვენ გვიყვარს, ჩვენ ვდგავართ ჯანმრთელობის სადარაჯოზე! MedicalPark-ის გუნდი, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ზრუნავდა ჩვენს ოთხფეხა მეგობარზე, მას სითბო, სიყვარული და მზრუნველობა არ მოკლებია, როგორც მის პატრონს! MedicalPark-მა თავისი მაღალპროფესიონალური და კვალიფიციური გუნდის დახმარებით შეძლო და ოთხფეხა მეგობარს (Boncuk-ს) დაუბრუნა თავისი პატრონი, რომელსაც ის ასე ერთგულად ელოდებოდა მთელი ამ ხსნი მანძილზე" - განუცხადეს "აქცენტს" კლინიკაში.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021