ზურაბიშვილი – ბირთვული იარაღის კონტროლის შეთანხმებაზე: „მაქსიმალური კონტროლი უნდა განხორციელდეს“

22-01-2021 17:27:18 საგარეო პოლიტიკა

შეიარაღებიის კონტროლი ყოველთვის პოზიტიური განვითარებაა. თუმცა, რაც ჩვენ ვიცით, რუსეთს ვიცნობთ ახლოდან და ნათელია, რომ ძირითადი გახლავთ მონიტორინგი, ვერიფიკაცია, აქ მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ხელშეკრულება, რომლისთვისაც ჩვენ ძალიან მადლიერი ვიქნებით, თუ მოხდება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელში, ნატო-ს შტაბბინაში, იენს სტოლტენბერგთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს.

აღნიშნული კომენტარით სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა „დოიჩელე ველეს“ კითხვას: „რუსეთი თუ არ შეასრულებს ბირთვული იარაღის კონტროლის ახალ შეთანხმებას, ხომ არ იქნება ეს საფრთხე ევროპისთვის“.

„ჩვენ არ გახლავართ ამ დისკუსიების მონაწილე, თუმცა მპატარა ქვეყნისთვის ნათელია, რომ რეგიონში, სადაც ჩვენ ვიმყოფებით, ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია. შეიარაღების კონტროლი ყოველთვის პოზიტიური განვითარებაა. თუმცა, რაც ჩვენ ვიცით, რუსეთს ვიცნობთ ახლოდან და ნათელია, რომ ძირითადი გახლავთ მონიტორინგი. აქ მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი გახლავთ ხელშეკრულება. ძალიან მადლიერი ვიქნებით, თუ ეს მოხდება, მაგრამ მაქსიმალური კონტროლი უნდა განხორციელდეს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ბრიუსელში, ნატო-ს შტაბბინაში მასპინძლობს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები