ჩეჩნეთში საჯაროდ დასაჯეს 80 წლის ქალი "ჯადოქრობისთვის"

22-01-2021 18:05:53 კავკასია

ჩეჩენმა თეოლოგმა ადამ ელჯურკაევმა საჯაროს გაკიცხა 80 წლის მოქალაქე „ჯადოქრობის“ მრავაწლიანი პრაქტიკის გამო.

კადრებში ნაჩვენებია სხვაცასხვა საგნები, რომლებიც მისტიური რიტუალების ატრიბუტებადაა წარმოდგენილი: ძვლები, ჩალა და ხმები ბალახი.

„იეჰოვამ განაცხადა, რომ ეს ყველაფერი მის შვილებს ეკუთვნის“ – ნათქვამია ვიდეოსიუჟეტში.

ისლამური მედიცინის ცენტრის მთავარმა სპეციალისტმა „თაღლითს“ შეახსენა, რომ „ჯადოქრობას“ ისლამი კრძალავს და მძიმე ცოდვად ითვლება.

სატელევიზიო სიუჟეტის ბოლოს ქალმა განაცხადა, რომ ამიერიდან ამ საქმიანობის გაგრძელებას აღარ აპირებს და ყველას სთხოვს პატიებას.

შეგახსენებთ, რომ სატელევიზიო დასჯა კადიროვის ხელისუფლების პირობებში დამკვიდრებული პრაქტიკაა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები