Accentnews.ge
საქართველოს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სტუმრობს

საქართველოს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სტუმრობს

22/01/2021 17:18:38 საგარეო პოლიტიკა

საქართველოს არაფორმალური ხასიათის ვიზიტით ეწვია სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არა აივაზიანი.

სომხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მიიღო, რომელიც კოლეგას გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე წინანდალში უმასპინძლებს.

არაფორმალური შეხვედრის დროს საქართველოსა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ ორი ქვეყნის კეთილმეზობლურ ურთიერთობებს, ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის მიმდინარე დღის წესრიგსა და ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებს.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S