რუსეთში ახალი აქციები დაანონსდა

25-01-2021 17:55:43 მსოფლიო

რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მიერ დაფუძნებული ანტიკორუფციული ორგანიზაციის რეგიონული შტაბის წარმომადგენელმა ლეონიდ ვოლკოვმა პოლიტიკოსის მხარდამჭერი ახალი აქციები 31 იანვრისთვის დააანონსა.

„რატომ 31 იანვარს? იმიტომ, რომ 2 თებერვალს ნავალნის სასამართლო პროცესი გაიმართება – ხმამაღლა გაჟღერდება ჩვენი მოთხოვნები. 2 თებერვალს კი მოსკოვში სასამართლოში უნდა მივიდეთ“,– წერს ვოლკოვი.

მისივე თქმით, ნავალნის შტაბი თავისუფალ მოქალაქეებს შესთავაზებს მარშრუტებს.

23 იანვარს ნავალნის მხარდამჭერ აქციაზე 100 000–ზე მეტმა მოქალაქემ მოიყარა თავი. მათგან 3 000–ზე მეტი ადამიანი დააკავეს. ოპოზიციური მედია აღნიშნავს, რომ ეს რუსეთის უახლესი ისტორიისთვის რეკორდული მონაცემია.

იხილეთ ასევე: ჩეჩენმა დეპუტატმა ახალგაზრდას, რომელიც ნავალნის მხარდამჭერ აქციაზე სპეცრაზმს ებრძოდა, დახმარება გარკვეული პირობით შესთავაზა [ვიდეო]

ახალი ამბები

სხვა სიახლეები