Accentnews.ge
„ვახორციელებთ რა ინვესტირებას პორტებში, ვიმედოვნებთ, რომ უზრუნველყოფილი იქნება უმაღლესი სტანდარტები“

„ვახორციელებთ რა ინვესტირებას პორტებში, ვიმედოვნებთ, რომ უზრუნველყოფილი იქნება უმაღლესი სტანდარტები“

16/08/2016 16:26:33 საგარეო პოლიტიკა

„აქცენტის“ ინტერვიუ აშშ-ის კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაციის (OPIC) აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტთან დევიდ ბოჰიჯიანთან:

- ბატონო დევიდ, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა გასული წლის დეკემბერში დაიწყო და ნავსადგურში პირველი გემების მიღება 2021 წლისთვისაა დაგეგმილი. თქვენი აზრით, როგორ დაეხმარება ამ პროექტის განხორციელება საქართველოს ეკონომიკის განვითარებას?

– პორტები და ლოჯისტიკა მნიშვნელოვანი კომპონენტებია საქართველოსთვის, როგორც გლობალური ეკონომიკის ნაწილისთვის. ჩვენ ვეხმარებით მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ქვეყნებს, გარაზდონ საკუთარი შესაძლებლობები, როგორც სავაჭრო პარტნიორებმა და გაიუმჯობესონ საინვესტიციო კლიმატი. პორტები ამ მხრივ მნიშვნელოვანი კომპონენტია. სპეციალურ ეკონომიკურ ზონაში მსხვილი ამერიკული კორპორაციების შესაძლო ოპერირება პორტზე 2 მილიარდი ადამიანის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს, რაც, ბუნებრივია, ძალზე სასარგებლო /იქნება საქართველოსთვის. გარდა ამისა, შეიქმნება ასობით სამუშაო ადგილი როგორც პორტის მშენებლობის პერიოდში, ისე მისიდასრულების შემდეგ.

– რიგი ექსპერტების განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ მისი დასრულების შემდეგ ნაკლებ სავარუდოა, ჩინეთმა და აზიის დიდმა ქვეყნებმა ტრანზიტისთვის სხვა გზები ეძიონ. ეთანხმებით თუ არა ამ მოსაზრებას?

– აშშ ეხმარება საქართველოს, გააფართოვოს კავშირები სავაჭრო და საინვესტიციო სფეროებში. ჩვენ როგორც ანაკლიის, ასევე ფოთის პორტის ოპერატორებს შევხვდით. გვჯერა, რომ არსებობს სივრცე მეტი კავშირისთვის, - იქნება ეს ნაყარი ტვირთი, ღრმაწყლოვანი ზღვის ტვირთი თუ სხვა.

დღეს გვქონდა ძალიან კარგი საუბარი პრემიერ–მინისტრთან იმ საკითხების შესახებ, რომელზეც დგას ქართული ეკონომიკა. ეს საკითხები პორტებსა და ინფრასტრუქტურასაც მოიცავს. ვფიქრობთ, ანაკლიის პორტი, აშშ-ის კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაციის მიერ მის ინფრასტრუქტურაში ჩადებული ინვესტიცია საქართველოს ეკონომიკას წარმატებას მოუტანს.

– პრემიერ–მინისტრ მამუკა ბახტაძის თქმით, საქართველოს სასიცოცხლოდ ესაჭიროება ღრმაწყლოვანი პორტის განვითარება. „ანაკლიის პორტს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი დატვირთვა, საქართველოს მთვარობას აღებული აქვს შესაბამისი ვალდებულებები და მათ აუცილებლად შევასრულებთ. მაქსიმალურად მივეხმარებით კონსორციუმს, რათა მოხდეს ამ პროექტის დროული რეალიზაცია“, – განაცხადა პრემიერმა. რამდენად კეთილსინდისიერად ასრულებს საქართველოს მთავრობა აღებულ ვალდებულებს და როგორ შეაფასებდით მასთან თანამშრომლობას?

– აშშ-ის კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაციას ინვესტიციების მრავალფეროვანი და მოცულობითი პორტფოლიო აქცს საქართველოში, რომელიც 130 მლნ დოლარზე მეტს შეადგენს. ინვესტიციები ჩაიდო საავადმყოფოებსა და უნივერსიტეტებშიც, „გაზელ ფონდის“ მეშვეობით - სკოლა „ფესვებში“, რაც შესანიშნავი მაგალითია იმისა, როგორ შეასწავლო საქართველოს მომავალ თაობას, დაიკავოს წამყვანი როლი გლობალურ ეკონომიკაში.

პრემიერ-მინისტრთან და სხვადასხვა სამინისტროების რამდენიმე წევრთან საუბარში აღინიშნა პორტების მნიშვნელობა ვაჭრობის, ინვესტიციების და ტურიზმის განვითარების კუთხით.

–რიგი მედიასაშუალებების ცნობით, ანაკლიის პორტის საკითხი იქცა განხეთქილების საგნად წინა პრემიერ გიორგი კვირიკაშვილსა და მმართველი პარტიის ლიდერ ბიძინა ივანიშვილს შორის. ამავე ინფორმაციის თანახმად, ივანიშვილს კვირიკაშვილთან საკმაოდ კრიტიკული კითხვები ჰქონდა. გსმენიათ თუ არა რაიმე ამის შესახებ და როგორ შეაფასებდით საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობას კვირიკაშვილის მმართველობის პერიოდში?

–ჩვენზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმ რეფორმებმა, რომლის განხორცილების ვალდებულებაც საქართველოს აქვს აღებული, რათა იქცეს ერთ–ერთ საუკეთესო ადგილად ბიზნესის წარმოებისთვის მსოფლიოში. ამას მოწმობს „ბიზნესის კეთების“ რეიტინგიც.

საქართველო ეკონომიკურ რეფორმეზე დაყრდნობით ძლიერი ეკონომიკის განვითარებას აგრძელებს. დღეს აშშ-ის კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაცია საქართველოს მასშტაბით ინფრასტრუქტურულ პროექტებს აფასებს. ვახორციელებთ რა ინვესტირებას პორტებში, ვიმედოვნებთ, რომ უზრუნველყოფილი იქნება გარემოს დაცვის, სამუშაო ადგილების შექმნისა და შრომის უმაღლესი სტანდარტები.

–ცნობილია, რომ ბათუმის პორტში თანამედროვე ტერმინალის აშენებაა დაგეგმილი. რიგი ექსპერტების განცხადებით, ამ პროექტის განხორციელების შემდეგ ბათუმის პორტი რეგიონში ლოგისტიკურ ცენტრად იქცევა. ეთანხმებით ამ მოსაზრებას?

- ჩვენ გავაგრძელებთ პორტების შესაძლებლობების, მათი გამტარუნარიანობის შესწავლას. მათი შესაძლებლობების შეფასება მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სამომავლო დაგეგმვის თვალსაზირით.

/მარიკა ჩუბინიძე

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S