![ომონთან მებრძოლი ჩეჩენი სტუდენტის ოჯახი ამბობს, რომ ის აქციაზე შემთხვევით აღმოჩნდა [ვიდეო]](https://accentnews.ge/storage/files/141976265_321494009277077_168164072040165494_n_rm1GTmC.jpg)
ომონთან მებრძოლი ჩეჩენი სტუდენტის ოჯახი ამბობს, რომ ის აქციაზე შემთხვევით აღმოჩნდა [ვიდეო]
26/01/2021 08:45:59 კავკასია
სტუდენტი საიდ მუჰამად ჯუმაევი, რომელსაც ამ დროისთვის მილიცია 23 იანვრის აქციაზე ომონთან ბრძოლის გამო ეძებს, ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მხარს არ უჭერს– ირწმუნება ჩეჩნეთის პარლამენტის დეპუტატის ადამ დელიმხანოვის თანაშემწე ტატიანა ლაზინა და აღნიშნავს, რომ ამის შესახებ მას ახალგაზრდა კაცის მშობლებმა უთხრეს.
„ადამ დელიმხანოვი ჯუმაევის მშობლებს შეხვდა. მათ უამბეს, რომ მათი ვაჟი შემთხვევით მოხვდა აქციაზე. ახალგაზრდებმა ჩაითრიეს ამ გაუგებრობაში. მომხდარი შემთხვევითობაა და ეს ნამდვილად არ უკავშირდება ნავალნის და მისი პოლიტიკური შეხედულებების მხარდაჭერას. ახალგაზრდა ინანიებს ჩადენილს", - განაცხადა დეპუტატის თანაშემწემ.
რაც შეეხება დეპუტატის დანაპირებს, რომ ახალგაზრდას კანონთან პრობლემის გამო დაეხმარება, თანაშემწე განმარტავს, რომ ეს იურიდიულ დახმარებას უკავშირდება: „მაგალითად, აუცილებლობის შემთხვევაში, ადვოკატის დაქირავებას“.
ცნობისთვის: ჩეჩენი სტუდენტისა და ომონის წარმომადგენლების ბრძოლა სოციალურ ქსელებში ერთ–ერთი განხილვადი ვიდეოა დემონსტრანტებზე ძალადობის ამსახველ ვიდეოთა შორის.
იხილეთ ასევე: ჩეჩენმა დეპუტატმა ახალგაზრდას, რომელიც ნავალნის მხარდამჭერ აქციაზე სპეცრაზმს ებრძოდა, დახმარება გარკვეული პირობით შესთავაზა