Accentnews.ge
შსს–ს აშშ–ის დახმარებით, სასაზღვრო პოლიციას სატვირთო და საწვავმზიდი სატრანსპორტო საშუალებები გადმოეცა

შსს–ს აშშ–ის დახმარებით, სასაზღვრო პოლიციას სატვირთო და საწვავმზიდი სატრანსპორტო საშუალებები გადმოეცა

27/01/2021 14:00:29 საგარეო პოლიტიკა, რეკლამა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას, აშშ-ის საელჩოს თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) ფინანსური მხარდაჭერით, სახმელეთო საზღვრის დაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით, სატვირთო და საწვავმზიდი სატრანსპორტო საშუალებები გადმოეცა.

2,74 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების სატრანსპორტო საშუალებები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საზღვარზე ლოგისტიკურ პროცესებს - ხელს შეუწყობს მესაზღვრეების როტაციისა და სასაზღვრო სექტორების პროდუქტითა და საჭირო ინვენტარით მომარაგების პროცესს.

აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტო (DTRA) აქტიურად განაგრძობს სასაზღვრო პოლიციის მხარდაჭერას მისი შესაძლებლობების გაძლიერების, კერძოდ, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა და სახელმწიფო საზღვრის დაკვირვების თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით აღჭურვის მიზნით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S