Accentnews.ge
ჩეჩნეთში „ჯადოქარი“ დააკავეს

ჩეჩნეთში „ჯადოქარი“ დააკავეს

29/01/2021 12:55:12 კავკასია

ჩეჩნეთში „ჯადოქრობის“ ბრალდებით ადგილობრივი მკვიდრი – შემუ მახმუიევი დააავეს. როგორც ირკვევა, ის მეზობლებმა „გასცეს“, გადაიღეს რა ვიდეო, როგორ ყრის ქალი სახლის კართან მარილს.

როგორც ადგილობრივი მედიასაშუალება აღნიშნავს, ქალი თვლის, რომ ამ გზით თავს იცავდა მეზობლის ბოროტებისგან, რომელმაც, „ჯადოქრობის საშუალებით, მისი ქათამი მოიპარა“. თავის მხრივ ერთ–ერთი მეზობელი ჩივის, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მას შემდეგ გაუარესდა, რაც მახმუდაევმა მას ვაშლი მისცა.

მეზობლები ირწმუნებიან, ქალი „ჯადოქრობისთვის“ ქვებს და შელოცვებს იყენებს.

„ნაპოვნ ნივთებს შორის არაბული და ჩეჩნური წარწერებია ცოტატებით ბიბლიიდან“,– ნათქვამია რეპორტაჟში, რომელიც ადგილობრივმა ტელევიზიამ თემასთან დაკავშირებით მოამზადა.

მედია წერს, რომ საკუთარ ხელობას ქალი დაინტერესებულ პირებს ასწავლიდა დისტანციურად, პანდემიის გამო.

ქალი საჯაროდ გაკიცხა ადგილობრივმა თეოლოგმა ადამ ელჟურკაევმა.

ანალოგიური შეხვედრა მოხდა გასულ კვირასაც, როდესაც 80 წლის ქალი საჯაროდ დასაჯეს.

იხილეთ ასვეე: ჩეჩნეთში „ჯადოქარი“ დააკავეს, რომელიც ყოფილ და მოქმედ ჩინოსნებს ემსახურებოდა

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S