Accentnews.ge
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მელაშვილზე სიტყვიერ თავდასხმის ინციდენტით სამართალდამცავი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მელაშვილზე სიტყვიერ თავდასხმის ინციდენტით სამართალდამცავი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ

02/02/2021 07:25:11 სამართალი

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებულ ივერი მელაშვილზე სიტყვიერ თავდასხმის ინციდენტით სამართალდამცავი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ.

“პოლიტიკოსების, თანამდებობის პირების განცხადებები, როცა ისინი ამბობდნენ, რომ ადგილი ჰქონდა სამშობლოს ღალატს და ამ პროცესში მონაწილე ადამიანები მოღალატეები არიან, რა თქმა უნდა, ქმნიდა ამ საზოგადოებრივ განწყობას და ბრალდებულების მიმართ აგრესიას აღვივებდა. ვფიქრობ, ეს ინციდენტი ამ კამპანიისა და განცხადებების შედეგი და გამოხატულებაა. აუცილებლად უნდა დაინტერესდნენ სამართალდამცავი ორგანოები ამ ფაქტით და დაიწყონ ამ ფაქტის შესწავლა. ანუ ჰქონდა თუ არა ადგილი სამართალდარღვევას", – განაცხადა ლომჯარიამ.

ივერი მელაშვილს გუშინ ერთ–ერთ სავაჭრო ცენტრში თავს სიტყვიერად დაესხნენ და მას "მოღალატე" უწოდეს. თავად მელაშვილი კი მასზე სიტყვიერ თავდასხმას მის წინააღმდეგ მიმართულ პროპაგანდას უკავშირებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S