Accentnews.ge
კარლ ჰარცელი თეა წულუკიანთან შეხვედრის შემდეგ: "ისევ იმ აზრზე ვრჩები"

კარლ ჰარცელი თეა წულუკიანთან შეხვედრის შემდეგ: "ისევ იმ აზრზე ვრჩები"

04/02/2021 09:13:12 პოლიტიკა

საქართველოში ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელისა და დეპუტატ თეა წულუკიანის შეხვედრა პარლამენტში ცოტა ხნის წინ დასრულდა.

როგორც ელჩმა კანონმდებელთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, "იგივე აზრზეა, რაც გუშინ განაცხადა".

"რადგან ნათელი იყო, რომ თეა წულუკიანს არ ესიამოვნა ჩემი გუშინდელი კომენტარი, ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, რომ პირადად შევხვედროდი მას. მე ისევ იმ აზრზე ვრჩები, რაც გუშინ განვაცხადე, თუმცა რაზე ვისაუბრეთ დახურულ კარს მიღმა, ამას არ ვიტყვი, გარდა იმისა, რომ ერთმანეთის პოზიციები მოვისმინეთ. მე პოლიტიკურ განცხადებებს ვერ გავაკეთებ და მხოლოდ იმაზე ვისაუბრებ ყოველთვის, თუ როგორ უნდა მოხდეს, ჩემი აზრით, პოლიტიკური უთანხმოების გადაწყვეტა", - განაცხადა ჰარცელმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ წულუკიანმა განაცხადა, რომ "ისურვებდა" ელჩ ჰარცელს პარლამენტში შეხვდეს და განიხილოს მის შესახებ გაკეთებული განცხადება.

"ძლიერ ვისურვებდი ელჩი ჰარცელის მიღებას საქართველოს პარლამენტში, რათა განგვეხილა მისი დღევანდელი განცხადება ჩემთან (საქართველოს პარლამენტის წევრი) დაკავშირებით", - წერს წულუკიანი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ჰარცელმა განაცხადა, რომ წულუკიანის მიერ „მთავარი არხის“ დირექტორ ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომრის გასაჯაროება "უსიამოვნო სიურპრიზი იყო" და, რომ "ეს არაეთიკურია".

იხილეთ ასევე: ნანუაშვილი – წულუკიანზე: "დაუყონებლივ უნდა მოხდეს შესაბამისი ორგანოს მხრიდან რეაგირება"

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გვარამიას ტელეფონის ნომრის გასაჯაროების ფაქტს შეისწავლის

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S