სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გვარამიას ტელეფონის ნომრის გასაჯაროების ფაქტს შეისწავლის
02/02/2021 13:23:44 სამართალი
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური შეისწავლის, იყო თუ არა „მთავარი არხის“ გენდირექტორის ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომრის დამუშავებისას სახეზე ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული მონაცემთა გასაჯაროების საფუძველი და შეესაბამება თუ არა აღნიშნული მონაცემის ასეთი ფორმით არსებობა და გამჟღავნება კანონს. ამის შესახებ „აქცენტს“ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში დეპუტატ თეა წულუკიანის მიერ გვარამიას პერსონალური მონაცემის გასაჯაროების კომენტირებისას განუცხადეს.
,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონი არეგულირებს მონაცემთა დამუშავების, მათ შორის, გასაჯაროების საკითხებს. აღნიშნული კანონი, რომლის მიზანი ადამიანის პერსონალური მონაცემებისა და პირადი ცხოვრების დაცვაა, ამომწურავად ჩამოთვლის იმ შემთხვევებს, როდესაც დასაშვებია პერსონალური მონაცემების გასაჯაროება.
მიუხედავად იმისა, რომ ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომერი ინტერნეტსივრცეში საჯაროდ ხელმისაწვდომია, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური შეისწავლის, იყო თუ არა ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომრის დამუშავებისას სახეზე ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული მონაცემთა გასაჯაროების საფუძველი და შეესაბამება თუ არა აღნიშნული მონაცემის ასეთი ფორმით არსებობა და გამჟღავნება კანონს.
აქვე აღვნიშნავთ, რომ ნებისმიერი პირი სიფრთხილით უნდა მოეკიდოს სხვისი პერსონალური მონაცემების დაცვას. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა საქმე მონაცემთა ფართო წრისთვის გასაჯაროებას ეხება",- აცხადებენ აპარატში.
იხილეთ ასევე: ნანუაშვილი – წულუკიანზე: "დაუყონებლივ უნდა მოხდეს შესაბამისი ორგანოს მხრიდან რეაგირება"


