
სერგეი ლავროვათან შეხვედრისას შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს საკითხი განიხილა
05/02/2021 06:12:19 საგარეო პოლიტიკა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, სერგეი ლავროვათან შეხვედრისას ეუთოს თავმჯდომარემ, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს საკითხი განიხილა.
ან ლინდე ვიდეომიმართვას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ შვედეთი, ეუთოს თავმჯდომარის რანგშიც განაგრძობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერას.
ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის რანგში, შვედეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი რეგიონალური ტურის ფარგლებში, უახლოეს მომავალში საქართველოსაც ეწვევა.