
"მოვითხოვთ უკანონო პატიმრობიდან ზაზა გახელაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას"
06/02/2021 16:19:02 კონფლიქტები, საგარეო პოლიტიკა
საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ "მოითხოვს ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლებას".
"უკვე რამდენიმე თვეა, რაც ჩვენ თვალყურს ვადევნებთ ამ საქმეს. ჩვენ ვმუშაობთ სხვადასხვა ინსტრუმენტის მეშვეობით: ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმი, ცხელი ხაზი, ჟენევის მოლაპარაკებები. ეს ვერდიქტი, რომელიც მოჰყვა უკანონო დაკავებას, ცალსახად წარმოადგენს სიგნალს, რომელსაც ჩვენ ძალიან სერიოზულად ვეკიდებით. ჩვენ მოვითხოვთ ამ უკანონო პატიმრობიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. ჩვენ მომავალშიც გავადევნებთ თვალყურს ამ საკითხს. ჩემთვის დიდი პატივია, რომ პრემიერ-მინისტრის აპარატში მომიწვიეს ამ სიტუაციის განსახილველად. ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ აუცილებელია ამ თემაზე თვალყურის დევნება, რადგან ის ძალიან საჭირბოროტო საკითხს წარმოადგენს", – განაცხადა ჰარცელმა.
შეგახსენებთ, რომ 5 თებერვალს ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის ე.წ. სასამართლომ საქართველოს მოქალაქე ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.