Accentnews.ge
"ზაზა გახელაძეს წაყენებული აქვს სრულიად უსაფუძვლო, შეთითხნილი ბრალდებები"

"ზაზა გახელაძეს წაყენებული აქვს სრულიად უსაფუძვლო, შეთითხნილი ბრალდებები"

06/02/2021 16:20:18 კონფლიქტები, საგარეო პოლიტიკა

საქართველოში აშშ–ის ელჩი კელი დეგნანი აცხადებს, რომ ზაზა გახელაძის მიმართ ბრალდებები უსაფუძვლო და შეთითხნილია.

"აშშ-ი გამოთქვამს ძლიერ შეშფოთებას და გმობს უკანონოდ დაპატიმრებული საქართველოს მოქალაქის წინააღმდეგ გუშინ მიღებულ ზომას. იგი გასული წლის ივლისიდან მოყოლებული იმყოფება პატიმრობაში და მას წაყენებული აქვს სრულიად უსაფუძვლო, შეთითხნილი ბრალდებები, რამდენადაც ჩვენთვის არის ცნობილი. გამოვთქვამთ იმედს, რომ სერიოზულად იქნება განხილული ამ სიტუაციის დაუყოვნებლივ გადაჭრის და საქართველოს მოქალაქის მაქსიმალურად დროულად გათავისუფლების საკითხი", – განაცხადა დეგნანმა.

შეგახსენებთ, რომ 5 თებერვალს ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის ე.წ. სასამართლომ საქართველოს მოქალაქე ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S