Accentnews.ge
ეკონომიკის ყოფილ მინისტრს პარლამენტში ელიან

ეკონომიკის ყოფილ მინისტრს პარლამენტში ელიან

14/05/2019 09:06:53 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია პარლამენტში ხვალ მივა, – ამის შესახებ დეპუტატმა, ლევან კობერიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრის ინიციატორები დეპუტატების გარკვეული ჯგუფია და მასზე ქობულია 8–თვიანი მუშაობის შედეგებს წარადგენს. გარდა ამისა, იქნება კითხვა–პასუხი.   

„ბევრი კითხვები არის დაგროვილი. შეხვედრა გაიმართება ხვალ 13:00 საათზე კინოდარბაზში, პარლამენტის შენობაში. იქნება პრეზენტაციაც წარმოდგენილი მისი მხრიდან და ვთხოვდი პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელს გივი მიქანაძეს, გამომდინარე იქიდან, რომ ინტერესი არის საკმაოდ მაღალი და სავარაუდოდ დასწრებაც იქნება საკმაოდ ხალხმრავალი, უზრუნველყოს ეს ღონისძიება ისე, როგორც შეეფერება საქართველოს პარლამენტს“, – განაცხადა ლევან კობერიძემ.

"ქართული ოცნების" დეპუტატი მამუკა მდინარაძე კი ფიქრობს, რომ მათ "გუნდიდან წასული მინისტრების შეხვედრაზე" არაფერი ესაქმებათ. 

„ვფიქრობ, მმართველი გუნდის წარმომადგენლები ამ შეხვედრას არ უნდა დაესწრონ, გამომდინარე იქიდან, რომ გუნდიდან წასული მინისტრების შეხვედრაზე ჩვენ არაფერი გვესაქმება. ასევე საზოგადოება კარგად ხვდება კონკრეტულ მიზეზებს, თუ რატომ გადადგა ეს ადამიანი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S