Accentnews.ge
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები  ზაზა გახელაძისთვის პატიმრობის შეფარდებას გმობენ

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები  ზაზა გახელაძისთვის პატიმრობის შეფარდებას გმობენ

09/02/2021 14:01:11 კონფლიქტები, საგარეო პოლიტიკა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის ე.წ. სასამართლოს მიერ საქართველოს მოქალაქე ზაზა გახელაძისთვის უკანონო პატიმრობის შეფარდებას გმობენ.

„ეს არის უკანონო სასამართლოს მიერ გამოტანილი უკანონო განაჩენი. მოვუწოდებთ ზაზა გახელაძის დაუყონებლივ გათავისუფლებისკენ. ამ თვალსაზრისით ხაზს ვუვსვამთ რუსეთის პასუხიმგებლობას, რომელიც აკონტროლებს საქართველოს რეგიონს – სამხრეთ ოსეთს“, – ნათქვამია თანამომხსენებლების განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასაბლეა კიდევ ერთხელ გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

5 თებერვალს რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. საოკუპაციო ძალების მიერ გასული წლის ზაფხულში დაკავებულ ზაზა გახელაძეს დე ფაქტო ხელისუფლება "სიცოცხლის ხელყოფის მცდელობასა" და "სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას" ედავება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S