Accentnews.ge
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობის საკითხი განიხილეს

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობის საკითხი განიხილეს

11/02/2021 05:17:43 კონფლიქტები, საგარეო პოლიტიკა

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს მოქალაქე ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობის საკითხი განიხილეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა წევრ ქვეყნებს მიაწოდა ინფორმაცია ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონის დე ფაქტო რეჟიმის მიერ ზაზა გახელაძის უკანონო ტყვეობის 12 წელზე მეტი ვადით გახანგრძლივების თაობაზე.

„10 თებერვალს, საქართველოს ინიციატივის საფუძველზე, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში გაიმართა განხილვა დღის წესრიგის – „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“ მიხედვით. ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა წევრ ქვეყნებს მიაწოდა ინფორმაცია ცხინვალის რეგიონში, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის უკანონო ტყვეობის 12 წელზე მეტი ვადით გახანგრძლივების თაობაზე. მან ასევე ისაუბრა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაციის მნიშვნელობაზე და მოუწოდა რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეები“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციაში.

5 თებერვალს რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. საოკუპაციო ძალების მიერ გასული წლის ზაფხულში დაკავებულ ზაზა გახელაძეს დე ფაქტო ხელისუფლება "სიცოცხლის ხელყოფის მცდელობასა" და "სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას" ედავება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S