Accentnews.ge
პუტინმა თბილისში მომუშავე რუსი დიპლომატი დააჯილდოვა

პუტინმა თბილისში მომუშავე რუსი დიპლომატი დააჯილდოვა

12/02/2021 14:30:19 პოლიტიკა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ქვეყნის საგარეო უწყების მუშაკები «მრავალწლიანი დიპლომატიური სამსახურისა და საგარეო პოლიტიკური კურსის რეალიზებაში შეტანილი დიდი წვლილისთვის" დააჯილდოვა.

დაჯილდოებულთა შორისაა საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან მოქმედი რუსეთის ინტერესთა სექციის ხელმძღვანელი დიმიტრი ტროფიმოვი.

შესაბამისი განკარგულება დღეს სამართლებრივი ინფორმაციის ოფიციალურ პორტალზე განთავსდა.

საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის ომის შემდეგ გაწყვიტა. სადღეისოდ საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან მოქმედებს რუსეთის ინტერესთა სექცია, ხოლო რუსეთში შვეიცარიის საელჩოსთან - საქართველოს ინტერესების.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S