
აფხაზეთის მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ უშუქოდ დარჩა
12/02/2021 14:46:04 კონფლიქტები
მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი "კავკასიონი" კვლავ გამოირთო, რის შედეგადაც ელექტროენერგიით მომარაგების გარეშე დარჩნენ აფხაზეთის გულრიფშის, ოჩამჩირესა და გალის რაიონები, ასევე ტყვარჩელის რაიონის აღმოსავლეთ ნაწილი, - იუწყება აფხაზური კომპანია "ჩერნომორენერგო".
შეგახსენებთ, რომ "ჩერნომორნერგომ" აფხაზეთის მოსახლეობას რუსეთის ტერიტორიაზე "კავკასიონის" გამორთვის შესახებ 9 თებერვალსაც აუწყა, თუმცა მაშინ, დღის ბოლოსთვის ავარიის ლიკვიდაცია მოხერხდა.
ცნობისთვის: ენგურჰესის სარემონტოდ გაჩერების შემდეგ აფხაზეთი ელექტროენერგიას სწორედ რუსეთ-საქართველოს დამაკავშირებელი "კავკასიონის" მეშვეობით იღებს. ელექტროგადამცემი ხაზი რუსულ-ქართული კომპანია «საქრუსენერგოს» მფლობელობაშია.