Accentnews.ge
რუსეთის სახელმწიფო სათათბირო საქართველოს წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების მიღებას ითხოვს

რუსეთის სახელმწიფო სათათბირო საქართველოს წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების მიღებას ითხოვს

08/07/2019 19:20:56 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

რუსეთის სახელმწიფო სათათბირო საქართველოს წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების მიღებას ითხოვს. შესაბამისი რეკომენდაციით რუსმა დეპუტატებმა მთავრობას მიმართეს.

„სახელმწიფო სათათბირო მიმართავს რეკომენდაციით რუსეთის პრეზიდენტს, რათა ანტირუსული პროვოკაციების გამო, მან საქართველოს წინააღმდეგ სპეციალური ზომები მიიღოს“, -ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატის ვებ–გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადების პროექტში.

ამავე დოკუმენტში რუსი დეპუტატები კატეგორიულად გმობენ საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. 

„რადიკალური ძალები ღია გამოხტომები რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების შემდეგომ დეგრადაციას იწვევს.“ – ნათქვამია განცხადებაში.

დოკუმენტი სახელმწიფო სახელმწიფო სათათბირო დსთ-ს, ევრაზიული ინტეგრაციის და თანამემამულეებთან კავშირების კომიტეტმა შეიმუშავა. პროექტის განხილვა რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატაში ხვალ არის დაგეგმილი. როგორც მანამდე უწყებაში განაცხადეს, საუბარია რუსეთში ქართული ღვინისა და მინერალური წყლის იმპორტის აკრძალვაზე, ასევე რუსეთის საქართველოში ფულადი გზავნილების შეჩერებაზე.

რუსეთის მთავრობაში მზადყოფნა გამოთქვეს, პარლამენტის წინადადება განიხილონ.

ცნობისთვის: რუსთაველის გამზირზე, მოქალაქეებმა პროტესტი 20 ივნისს დაიწყეს, რისი მიზეზიც რუსი დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლა და სერგეი გავრილოვის მიერ, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავება გახდა. 

რუსეთის ხელისუფლებამ აღნიშნული “რუსოფობიურ პროვოკაციად” შეაფასა და “უსაფრთხოების” საბაბით საქართველოსთან 8 ივლისიდან ავიამიმოსვლა აუკრძალა როგორც რუსულ, ისე ქართულ ავიაკომპანიებს. გარდა ამისა, რუს ტურისტებს მოუწოდეს, თავი შეიკავონ საქართველოში მოგზაურობისგან და დროულად დატოვონ ქვეყანა.

შემდეგ კი კრემლში უკვე "რუსთავი 2"–ის ტელეწამყვანის გიორგი გაბუნის რუსეთის პრეზიდენტის მისამართით გაჟღერებული გინების გამო გაღიზინდნენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S